aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: “რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება “

aviabiletebi
ავიაბილეთები

„არაფერი ახალი არ ხდება, ეს მილი გადის დიდი ხანია ჩვენს ტერიტორიაზე. დიდი ხანია სომხეთს მიეწოდება გაზი ამ მილის გავლით და ჩვენს ამაში ვიღებთ გარკვეულ გადასახადს. ის რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყიდონ, სადაც მოესურვებათ და ბაზარი იყოს თავისუფალი, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება დღეს და საქართველომ რომ რუსული გაზი იყიდოს დღეს ამაში კრიმინალი არაფერია. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ და მე აქტიური ვარ ამ მიმართულებითაც, რომ ირანული გაზი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა   ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ყოფილი პრემიერი ასევე შეეხო ირანულ გაზს და განმარტა, რომ თავად არის ჩართული ირანული გაზის საქართველოში შემოტანაზე.

იტვირთბა....