მთავარი საზოგადოება ციტატა

ბაკურაძე: ოცნებამ დადო სტანდარტი, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური შოუ

ორი დღე და ღამე უკვე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ ამ მონტაჟით, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი გახმოვანებაა. როდესაც გათვლილი გაქვს დაახლოებით ორ სამ კილომეტრზე ხმა იყოს ისეთი როგორიც სცენასთან არის, მხედველობა მაქსიმალურად გაზრდილი და ბევრი მონიტორი დაყენებული იმ ადამიანებსთვის, რომლებიც ვერ მოახერხებენ თავისუფლების მოედნამდე შემოსვლას… ეს მოხდება იმიტომ, რომ გადაიტენება რუსთაველი მინიმუმ ცისფერ გალერეამდე და ბარათაშვილის აღმართი მინიმუმ კოლმეურნეობამდე.

ძალიან ბევრი ხალხი მოდის, ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის. იქნება პოლიტიკური გამოსვლები, იქნება მუსიკალური ნაწილიც. შესრულდება აბსოლუტურად ახალი ვერსია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის და “ჩემი საქართველო აქ არის” დახურავს ღონისძიებას. ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ დადო სტანდარტი, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური შოუ

ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში პარტია ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და მათი მხარდამჭერები 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

იტვირთბა....