ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დავითულიანი ოცნების აქციაზე: მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართველი ხალხი

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ დღევანდელ შეკრებას ეხმაურება.

როგორც დავითულიანი იმედთან ინტერვიუში აცხადებს, მმართველმა გუნდმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს მსოფლიო საზოგადოებას უნდა აჩვენოს თუ სად დგას ქართველი ხალხი.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ვინც დგას ქართული ქრისტიანული ღირებულებების მხარეს, რომელსაც განასახიერესბს ერთის მხრივ ეს ქვეყანა და მეორეს მხრივ ჩვენი პარტია, გამოვიდეს დღეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას, სად დგას ქართველი ხალხი”, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე ქართული ოცნება წინასაარჩევნო აქციას გამართავს.

იტვირთბა....