ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ოცნების აქციაზე: ნაცმოძრაობამ დადო შთამბეჭდავი სურათი და თხა თხაზეს პრინციპით აანონსებენ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას მათ მიერ დაანონსებული აქციით ამომრჩევლის მხარდაჭერის ჩვენება სურს.

მისი თქმით, აქციებში იხარჯება უამრავი რესურსი და ფული მაშინ, როდესაც უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემა არსებობს.

ნაციონალურმა მოძრაობამ დადო საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი, რითაც დაადასტურა, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა და ახლა ხელისუფლება… ჩვენი მენტალობაა, ჩვენი პროვინციული აზროვნების ნაყოფია… თხა თხაზე ნაკლები პრინციპით აანონსებენ, რომ ჩვენ ხალხი მხარს გვიჭერს და ამ სურათის დადება უნდათ, მეტი არაფერი. ამაში იხარჯება უზარმაზარი რესურსი და უზარმაზარი ფული, როდესაც ამ ხალხს აქვთ უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემები პანდემიიდან დაწყებული და სოციალური რისკებით დამთავრებული, ამის ნაცვლად ფულს დებენ ასეთ რაღაცებში. ეგეთი ხელისუფლება გვყავს და რა ვქნათ. ჩემთვის ამაში სიახლე და გასაკვირი არაფერი არ არის”, – განაცხადა ხუხაშვილმა მეტრონომთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 27 ოქტომბერს მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია დააანონსა.

იტვირთბა....