ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი

თბილისის მერი კახა კალაძე ომბუდსმენის დასკვნას ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ იქ გადაიყვანენ.

“სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი. თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება, სამედიცინო თვალსაზრისით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს.

იტვირთბა....