aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კირკიტაძის განცხადებით, რუსთავში მათ ოფისს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განხცადებით, ცოტა ხნის წინ, მათ ოფისზე თავდასხმა მოხდა.

კირკიტაძის თქმით, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

“ეს იყო პირდაპირ ოფისზე თავდასხმა, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ადამიანებს მიაყენეს მძიმე დაზიანებები. ამაზე მეტი ფაქტი არ არსებობს. ეს ჩვენ გვაქვს გადაღებული და თუ პოლიცია ამ შემთხვევაშიც იქნება უმოქმედოდ. ჩვენს ოფისთან მოვიდნენ და მოაწყვეს თავდასხმა. თუ არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, ამას რა უნდა ვუწოდო?”, – განაცხადა კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძე ამბობს, თავდამსხმელები მათი მხრიდან იდენტიფიცირებული არიან.

იტვირთბა....