ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი სააკაშვილზე: საღეჭი რეზინა, ცოტა უცნაური გამომეტყველება და რაღაც გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას სიკეთე აქვს ჩაფიქრებული

გუშინ რა ვიდეოც ვიხილე, ძალიან ცუდი და მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია… მეორეს მხრივ, დავინახე შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ ვითომ ვიღაცამ გაიტაცა, წამოეწია ეს თემა, შეექმნა პანიკა და სკანდალი, თუკი გეგმა A ან B არ იმუშავებდა. ფაქტია, რომ ადამიანი რაღაც გეგმებს ალაგებდა და არც ერთი გეგმა არ უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო და ამას თავად ჩადგომოდა სათავეში. რასაკვირველია, ამოცანა დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. ამ ამოცანის გამოხატულება იყო ჩანაწერი, რაც ჩვენ ვიხილეთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....