შსს ინფორმაციას ავრცელებს, რომ ძარცვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. დააკავეს:
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად,” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.