საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელები მასთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციელები მას მოწიწებით ეპყრობოდნენ, შემდეგ კი სელფის გადაღება დაიწყეს.
“ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და სვიტერი. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე სელფის გადაღება დაიწყეს, გზაშიც სელფებს იღებდნენ. ვიღიმი იმიტომ, რომ ყოველი წამი სამშობლოში ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შევხვდე. ვიდეობის გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოში რევოლუციური ცვლილებები, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს”, – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-16 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს.

