ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან ბელორუსი მეტოქე ადაზე ადრე – 9:1 დაამარცხა.

ოფიციალურ ტურნირებზე წელს დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ზედიზედ მესამე მედალი მოიპოვა – ევროპის ოქრო, ოლიმპიადოს ბრინჯაო და მსოფლიოს ოქრო.

2019 წლის 11 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა – მან დათუნაშვილს თავში რკინის საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დათუნაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს სახელით იქამდე არ იასპარეზებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. გეგეშიძე 2020 წლის 6 დეკემბერს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს, ხოლო დათუნაშვილმა სერბეთის სახელით გააგრძელა ასპარეზობა.

იტვირთბა....