საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩი ბათუმის არენაზე გაიმართა.
პირველი ბურთი საქართველოს ნაკრების კარში 90-ე წუთზე გავიდა, როცა ბაკასეტასმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. მეორე გოლი კი დიმიტრიოს პელიკასმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს კოსოვოსთან გამართავს.