ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გრიგოლია: კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დაადგე, როგორც TV პირველის-ის ჟურნალისტი, ბოდიშს ვიხდი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტვ პირველის ეთერში გასული კადრებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

გრიგოლიას განმარტებით, შვილებგარდაცვლილ მამასთან კომენტარი რეპორტიორმა მაშინ ჩაწერა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი  ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ ,,პირველის,, ჟურნალისტის სინქრონს მოყვა.. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას. მთავარმა პროდუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.

ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც,  რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი  აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და როცა თავად უკვე აღარ იყო სამსახურში, მაშინ მოხდა ეს ფაქტი. დავაკონკრეტებ-ეს ახალგაზრდა გოგონა  არაა ნიუსის ჟურნალისტი. ნიუსში  ასეთი რამეები არასოდეს  ხდება……ისე ვწუხვარ..ისე. მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე…….ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა ( მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)…..

მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ  დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ ,,პირველის,, თანამშრომელი. ბოდიში!”, – წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, ტვ პირველის ეთერში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას კითხვებს უსვამს მამაკაცს, რომლის ოჯახის წევრები ნანგრევებში მოყვნენ.

იტვირთბა....