ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე: პუტინის რუსეთსაც კი არ უკადრებია ასეთი ტონი ნავალნისთვის

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია, რადგან სააკაშვილი ციხეში უფრო თავისუფალია.

დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტონი პუტინის რუსეთსაც კი არ უკადრებია ნავალნის მიმართ.

“ბიძინა ივანიშვილს შიში აქვს,.კოშმარია მისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში უფრო თავისუფალია და ჩვენ მიუხედავად ამდენი დევნისა და ზეწოლისა, ჩვენ მათზე უფრო თავისუფლები ვართ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, რათა ყველაფერი იკადრონ. მეორე – ეს არის მათი გამოუვალი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. მესამე – ეს არის დამცინავი ტონი, რომელიც ახასიათებს პატარა დიქტატორს. გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინის რუსეთსაც კი არ უკადრებია ნავალნის მიმართ ასეთი ტონი. ქართული ოცნების მთელი კოჰორტა არიან მსახურები და ვერ ხვდებიან როგორი შეიძლება იყოს თანასწორობა და თავისუფლება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაბაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

იტვირთბა....