საქართველოს მეამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის N12 -ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.
სააკაშვილი ამჯერად ქუთაისის მაცხოვრებლებს მიმართავს და წერს, რომ საქართველოს რიგით მეორე ქალაქთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გეგმები აქვს.
ამასთან, სააკაშვილი ქუთაისელ ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
[su_quote] ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო!
იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.
ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება. სიყვარულით, მ. სააკაშვილი”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. [/su_quote]