არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: არჩევნების დღე იყო მშვიდი, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობრივი ინციდენტები

ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდ და წყნარ გარემოში.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მაგრამ უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები.

“არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა. შეაფასა პოზიტიურად და აგრეთვე, აღსანიშნავია, რამდენიმე შემთხვევა იმ ფაქტისა, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, მაგრამ გავლენა მოახდინა მნიშვნელოვან რაოდენობა უბნებზე, სადაც მოხდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით”, – განაცხადა ჯონსონმა.

ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა შემაჯამებელ კონფერენციაზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიურლი არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა ვენეციის და ოდირის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა.

იტვირთბა....