ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის ომის მინისტრი ლიკვიდირებულია

როგორც ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, ლიკვიდირებულია ISIS-ის „ომის მინისტრი“ სამერ მუჰამედ ალ მათლუბ მაჰლავი, იგივე “აბუ მუაზი”. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად ისლამისტების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ჰადვან ალ-რავი დაიღუპა.

ერაყელი სამხედრო მოსამსახურის თქმით, ქვეყნის დასავლეთით ანბარის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“  ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც „ომის მინისტრი“.

ISIS-ის ე.წ ომის მინისტრთან ერთად და განადგურებულია სამი ბოევიკები, რომლებიც მას თან ახლდნენ. საჰაერო თავდასხმა ერაყის საჰაერო ძალებმა ანბარის პროვინციის მახლობლად ქალაქ ჰადისთან განახორციელეს“, – აცხადებს ერაყის სამხედრო სარდლობა.

27 დეკემბერს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაგიმ ალ-ჯაფარმა განაცხადა, რომ ერაყის არმიამ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება შეძლო. იმავე დღეს ერაყის არმიამ დაადასტურა, რომ ისლამისტებისგან ერაყის ქალაქი არმადი ნაწილობრივ  გათავისუფლდა.

იტვირთბა....