არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში ხმაურია

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში ხმაურია.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე საოლქოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვს.

“მას შემდეგ, რაც ზუგდიდის კონკრეტულ უბნებზე დაითვალეს საბოლოო ხმები და ნახეს, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს და ეს იყო 88-ე, 68-ე და 66-ე უბანზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა გასცა ბრძანება, რომ მოგებული უბნის ოქმებს არ მოაწერონ ხელი. საათზე მეტია, ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ წამოიღონ ოქმები. როგორც მათ განუცხადეს”, – აცხადებს წითლიძე.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, მას საოლქოს ხელმძღვანელთან კითხვები აქვს, თუ რატომ გასცემს უკანონო დავალებას.

იტვირთბა....