პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში შესაძლებელია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს.
მისი თქმით, პარტიული შედეგები გორბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
“ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, 51.3% ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი იმაზე, რომ კალაძემ დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები. რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია ასეც და ისეც. უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და საბოლოო სურათი ამის შემდეგ გვექნება. დღესვე იქნება ეს ცნობილი, შეიძლება 2 საათში. რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო შედეგები, რაც კომპანია გორბის მიერ გამოცხადდა“, – განაცხადა კობახიძემ.