არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: ფოთში გვექნება მეორე ტური, მაღალი ალბათობით, პირველზე ვიქნები

ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას ინფორმაციით, ფოთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მისი თქმით, მაღალი ალბათობით, პირველ ადგილზე თავად იქნება.

“ფოთში გვექნება მეორი ტური, რაც ამოდის ჯერჯერობით მე ვიგებ, ანუ მაღალი ალბათობით ვიქნები პირველზე. ჯერ ალბათ 25-30% იქნება, მაგრამ ტრენდი როგორიც არის ხოლმე, ასეთი რჩება ხოლმე. ახლა ამოცანაა, რომ დავიცვათ ხმები ყველანი უბნებზე კბილებით ვიცავთ და ვმუშაობთ”, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

იტვირთბა....