დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება.
თამაზ კვაჭანტირაძე მიესალმება მის კანდიდატურას, “თავისუფალი დემოკრატების” მიერ ოპოზიციაში წასვლას კი ნაჩქარევ და მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს.
“დათო ჩვენი მეგობარია, და არა მარტო ამიტომ, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. თავის დროზე ჩვენი ყოფილი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამას დათო ადასტურებს თავისი სიტყვებით, ალბათ, უფრო ნაჩქარევი და მცდარი იყო,” – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, დავით ზალკალიანი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი მან მაია ფანჯიკიძესთან ერთად დატოვა. პარტია „თავისუფალი დემოკრატები“კი ზალკალიანმა რამდენიმე თვის წინ დატოვა და მან ლევან მიქელაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
დავით ზალკალიანის წარდგენა საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს იგეგმება.