არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: არ ვთვლი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში არ ჩატარებულა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თითოეული ხმა, რათა არ მოხდეს შედეგების ჩასწორება და გაყალბება.

“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის, რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და რაც დღეს ხდებოდა, ცალსახად მიანიშნებდა იმას, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასობრივად და ბევრი ამის ფაქტები არსებობს. მათ შორის ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ. რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი ყველასთვის იყო ნათელი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსულები და არა ბელარუსიდან და უკრაინიდან, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება და შედეგების გაყალბება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

იტვირთბა....