არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: ქართული ოცნება თბილისში დამარცხდა, ოპოზიციამ მიზანს მიაღწია

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება თბილისში დამარცხდა და ოპოზიციამ მიზანს მიაღწია.

ხაზარაძე მოუწოდებს თანაგუნდელებსა და კომისიის წევრებს, რომ დაიცვან მათი და მთლიანი ოპოზიციის ხმები.

“ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია. თბილისში იწყება ცვლილებები, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება მთლიანად ოპოზიციის შედეგი, საქართველოში – მთელი ქვეყნის მასშტაბით! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს, “ლელოს” მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს, თავის მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა. ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არჩევნები ჩვენ გვაძლებს ახალ არჩევნებს  მომამავალ წელს სრულად პროპორციულს,  და სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა. კიდევ ვიმეორებ, რომ არჩევნები არ დამთავრებულა, მინდა ყველას მოვუწოდო, ჩვენს თანაგუნდელებს, კომისიიის წევრებს, ახლა იწყება ხმები. უნდა დავიცვათ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმა, ჩვენი და ასევე მთლიანი ოპოზიციის ხმა., ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

იტვირთბა....