არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ქართულმა ოცნებამ პირწმინდად წააგო

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირწმინდად წააგო.

მისივე თქმით, პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში.

აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, კოალიციური მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე, თბილისის მუნიციპალიტეტშიწარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობის, გაყალბებისა და დევნის მიუხედავად, რასაც თვალყურს ვადევნებდით დღის განმავლობაში, მაინც ეს შედეგი დადგა. მახსოვს ბატონი (დავით) ნარმანიას აწყობილი სცენებიც, „ქართული ოცნების“ მოზეიმე მაღალი თანამდებობის პირები. ამის შემდეგ მათი აღიარებაც მახსოვს, რომ ის შედეგი თუმე რეალობას არ შეესაბამებოდა“, – განაცხადა  მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

იტვირთბა....