ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ოცნებას: წაგებული გაქვთ არჩევნები, არაფერი გიშველით

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანპოიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ქუთაისში, ოპოზიციურად განწყობილ უბნებზე ელექტროენერგიას აქრობს.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ქართულ ოცნებას ვერაფერი ვერ უშველის, რადგან დღვანდელი არჩევნები წაგებული აქვს.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მთელ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში ქართული ოცნების წაგების აგონიის გამო, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ტრადიციულად არის ოპოზიციურად განწყობილი, მრავალრიცხოვან უბნებზე ჩააქრეს ელექტროენერგია. მე მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნების წარმომადგენლობა აქ და მათ შორის ყველა ის ადამიანი, ვინც ასრულებს ამ უკანონო დავალებას, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები და საერთოდ არაფერი არ გიშველით.

ამიტომ, სასწრაფოდ უბნებს მიაწოდეთ ელექტროენერგია იმისთვის, რომ დაცული იყოს ხმების დაცვის პროცესი. სასწრაფოდ ელექტროენერგია მიაწოდეთ უბნებს იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ხმის მიცემა. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, ვერ გიშველით ელექტროენერგიის ჩაქრობა, ადამიანების გამწარება. ჩვენ ვდგავართ უბნებზე, დავიცავთ უბნებს ბოლომდე. ასევე მინდა გავაფრთხილო კიდევ ერთხელ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, არც თქვენ არ გიშველითა არაფერი, წაგებული გაქვთ არჩევნები და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიხართ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

იტვირთბა....