ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: დარწმუნებული ვარ, დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღეს ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.

“დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული თავის ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნავს – არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, არა პრივილეგიაზე, არა თანამდებობაზე, არამედ თავის ქვეყანაზე, რომელზეც არის უზომოდ შეყვარებული. ამიტომ, დღეს ვარ განმსჭვალული რწმენით გამარჯვებასთან დაკავშირებით, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. დღეს ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს.

იტვირთბა....