ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა.
მისივე თქმით, აღნიშული მაჩვენებელი რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია.
“გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 33.18%, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა”, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო, 2017 წელს კი 29.84%.