“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ზალკანიანს მიმართავს, რომელიც ახლახანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე წარადგინეს.
“დავით, გილოცავ, ძმაო, შობას და ახალ თანამდებობას, კაცი ხარ კაცური. საბოლოოდ მაინც ჩვენი გუნდია ქვეყნის ფონს გამყვანი და სანამ შემოდგომაზე მთელი შემადგენლობით მოვალთ მთავრობაში, მანამდე იქნებ შთააგონო შენს ძველ ახალ კოლეგებს, მთელი რეგიონი და მსოფლიო რომ ომშია ჩაფლული, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დღეს საქართველოს ცა დაცული უნდა იყოს! გამიხარდება, თუ თავდაცვის იარაღის თემა ამოიწევს და ისე სრულმასშტაბიანად გაკეთდება, როგორც ჩაფიქრებული იყო. საქართველოსთვის ბევრ საკითხში მოდელი და მაგალითი უნდა გახდეს ისრაელი, ტრადიციული, ტემპერამენტით და თვისობრივად ჩვენი მსგავსი ქვეყანა და ამ მოდელთან სწორება უნდა დაიწყოს მტკიცე თავდაცვით. იმედი მაქვს, იოლად გასაგებია, რომ ქვეყნის თავდაცვის თემა ჩემი ახირება არაა, ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პირველადი საკითხი. გისურვებ წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ”.
შეგახსენებთ, ზალკანიანი ალასანიას გუნდის წევრი იყო და შემდეგ იგი დატოვა.