მთავარი სოციალური ქსელი სპორტი

ლაშა ბექაური კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს

ქართველ ძიუდოისტს, ლაშა ბექაურს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კიმონოზე ოქროს არშიით ასპარეზობის უფლება მისცა.

აღნიშნულის შესახებ ბექაური სოციალურ ქსელში წერს.

„ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ. ჩემთვის დიდი პატივია რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა“, – წერს ბექაური.

იტვირთბა....