პარტია ლელო – საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შეტანილ სარჩელ ეხმაურება.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ოპოზიციურ მედიაზე ხელისუფლების მორიგი შეტევა ხორციელდება.
“არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისუფლების მორიგი შეტევა ოპოზიციურ და თავისუფალ მედიაზე – ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. სცენარი იგივეა, თუმცა შედეგიც, რა თქმა უნდა იგივე იქნება – მედიას ვერ გააჩუმებ, თავისუფალ ჟურნალისტებს ვერ შეზღუდავ, სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას…. ჩემი სოლიდარობა ტვ. ფორმულას და მის გუნდს”, – წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.