საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3 პროცენტია.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.0 მლრდ აშშ დოლარი (31.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.5 პროცენტია.
აქედან:
- სამთავრობო სექტორის ვალია – 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.7 პროცენტი),
- სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები – 1.5 მილიარდი დოლარი (4.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 8.7%-ა;
- ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 689.8 მილიონი დოლარი (2.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 4.1%-ა.
- საბანკო სექტორის ვალი – 4.3 მილიარდი დოლარი (13.6 მლრდ ლარი);
- სხვა სექტორების საგარეო ვალი – 4.6 მილიარდი დოლარი (14.6 მლრდ ლარი);
- კომპანიათაშორისო ვალი – 3.2 მილიარდი დოლარი (10.1 მლრდ ლარი).