დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია – Wizz Air -მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
“პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. პანდემიის შემდეგ პირველ განახლებულ რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ”, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.