ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იაგო ხვიჩია: ოცნება იმდენად ხშირად იყენებს სააკაშვილს თავის სასარგებლოდ, ჩემი ვერსიაა, რომ ამაში ფულს იხდის

გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება დგას იმაზე,რომ ხალხს სააკაშვილის დაბრუნებით აშინებს.

ამის შესახებ ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ფულს უხდის სააკაშვილს იმ განცხადებების გამო, რომელსაც მმართველი გუნდი თავის სასარგებლოდ იყენებს.

„ხელისუფლება სინამდვილეში დგას იმაზე, რომ ხალხს აშინებს სააკაშვილის დაბრუნებით. თვითონ კი არ ეშინია სააკაშვილის, ხალხს აშინებს და ეუბნება, მე ხომ იცით როგორი ვარ, ისინი არც კი საუბრობენ, რომ ჩვენ ვართ კარგები. პირიქით  ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომელიც თვითონ იძახის, რომ ყველაფერი რაზეც ჩემზე ლაპარაკობ უუნარო, სუსტი და ასე შემდეგ, ყველაფერი მართალია, აი, ისინი არიან ჩათლახები. ჩვენ ასეთები ვართ, ქოცები ვართ, რაღაცას რომ ვიტყვი, ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება, არჩევნების, გაყალბება, არა ჩვენ მაგას ვერ ვიზამდით, ჩვენ ხომ ქოცები ვართ. აი ისინი, რომ მოვლენ, მერე ნახეთ წამება, გაყალბება და ასე შემდეგ. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მე მინდა სააკაშვილის ჩამოსვლა, მაგრამ ის არ ჩამოდის. სააკაშვილს მე ვერ ავუკრძალავ გააქტიურებას, ეს მისი უფლებაა, სააკაშვილი ისეთია, როგორიც არის. ქართული ოცნება იმდენად ხშირად იყენებს სააკაშვილს თავის სასარგებლოდ, ჩემი ვერსიაა, რომ ამაში ის ფულს იხდის, სხვანაირად სისულელე გამოდის“,- ამბობს ხვიჩია

იტვირთბა....