ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზარქუა: რადიკალური ოპოზიციას ალბათ, ის გიჟი ურეკავს, უნდათ ქაოსი, არეულობა და რევოლუციური სცენარი

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყო, თუმცა ოპოზიციის გეგმებში ეს ყველაფერი არ შედის.

ისივე თქმით, დესტაბილიზაცია და ქაოსი რუსეთის ინტერესების სფეროა, რაც რადიკალურ ოპოზიციასთან თანხვედრაშია.

“27 სექტემბერია, დღემდე მაქსიმალურად მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო იყო შენარჩუნებული, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ეს არ შედის. ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე ცალკეული შევარდნები ხდება, დესტრუქცია, ოფისთან მივარდნა, რაც ხმაურს იწვევს, ეს მათი ინტერესია. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. არ ვიცი ვინ შთააგონა ეს, ვინ დააჯერა, ალბათ ის გიჟი ურეკავს, უნდათ ქაოსი, არეულობა და ამით რევოლუციური სცენარი. ეს ხომ გამორიცხულია?! ეს ხომ ნანახი აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მე ვთხოვდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, ვინც რაც არ უნდა პროვოკაცია წამოიწყოს არ ავყვეთ, ეს დღეები სიმშვიდე შევინარჩუნოთ. დესტაბილიზაცია და ქაოსი რუსეთის ინტერესების სფეროა, მის ინტერესშია, რომ დაძაბულობა იყოს, აქ იარაღით დავსდევდეთ ერთმანეთს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის თანხვედრაში”, – აღნიშნავს ზარქუა.

იტვირთბა....