ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გახარია: ოცნების მიღწევები უნდა დავიცვათ ამ არანორმანულებისგან

პარტია “საქართელოსთვის” ლიდერი გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობას ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაციონალური მოძრაობის წარსულში აბრუნებს.

მისივე თქმით, ოცნების მთავარი მოტივია შეინარჩუნონ ძალაუფლება და კაბინეტები.

“ამ უსუსურ მდგომარეობაში და არათანმიმდევრული ნაბიჯებით, შეიძლება იქაც მივიდეთ და ამას ვეძახი მე პროცესს, როდესაც ოცნება გვაბრუნებს ნაციონალების წარსულში. ეს უსუსური დღევანდელი ბოსები ისე დაგვაბრუნებენ იქ, რომ თითონ ვერც მიხვდებიან და ამ დაბრუნების მთავარი მოტივი რა იქნება, იცით? როგორმე სავარძლები, კაბინეტები შეინარჩუნონ. ჩვენ, დღეს, ოცნების ნამდვილი, ფასეულობებაზე დაყრდნობილი ოცნების მიღწევები უნდა დავიცვათ ამ ზოგიერთი არანორმანულებისგან”, -ამბობს გახარია.

იტვირთბა....