ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: ხუთკაციანი აქციებით, ვერავის შეაშინებენ- აქცია და ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, მაგასაც ვაჩვენებთ, როგორი გამოყვანა შეგვიძლია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავს.

როგორც კალაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროვოკაციები უკვე მათი ხელწერაა, ამიტომ ხელის შეშლის მიზნით შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იქნებიან.

„არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ ასევე განვლილ არჩევნებს, ვიცით, მათი ხელწერა როგორია. ასე რომ, მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ. შესაბამისი სამსახურები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი, რომ არანაირი პროვოკაცია არ დავუშვათ. რაც შეეხება აქციებს, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში. თუ ვინმეს მცდელობა აქვს, რომ ვინმე შეაშინონ თავისი ხუთკაციანი აქციებით, ნამდვილად ვერავის შეაშინებენ. აქცია და ხალხის გამოყვანა თუ უნდათ, მაგასაც ვაჩვენებთ, როგორი ხალხის გამოყვანა შეგვიძლია“, -განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....