ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: მომავალ პოლიტიკურ პროცესს განსაზღვრავ ის თუ რა მოხდება თბილისში

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ედისონ რისერჩის კვლევა ხელისუფლების პოზიციის დეგრადაციისკენ მიუთითებს.

ამის შესახებ ხუხაშვილმა ფორულას ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტური დიდი ალბათობით სწორედ თბილისში იქნება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები იმატებს.

“ეს კვლევა ჩემთვის ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები დეგრადაციას განიცდის.ძალაუფლების ბედი წყდება თბილისში. ანუ მომავალ პოლიტიკურ პროცესს განსაზღვრავ არა მთლიანად ადგილობრივი არჩევნები, არამედ ის თუ რა მოხდება თბილისში. ეხლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს თბილისზე, რადგან მეორე ტური მაღალი ალბათობით სწორედ თბილისში იქნება. თბილისში კონტოლი მარტივია და მოსყიდვაც და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაც მოსალოდნელია.თუ ოპოზიცია მოახერხებს თბილისში სერიოზული 2 ტურიანი  ბრძოლის გამართვას ეს იქნება იმის საფუძველი,რომ მომავალი პოლიტიკური პროცესი სახელმწიფოებრივად სწორი სცენარით წავიდეს” ,- ამბობს ხუხაშვილი.

იტვირთბა....