ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

Edison Research-ის კვლევა თბილისის მერობის არჩევნებზე: კალაძე-43%, მელია-30%, გახარია-12%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:
  • კახა კალაძე – 43%;
  • ნიკა მელია – 30%;
  • გიორგი გახარია – 12%;
  • ანა დოლიძე – 6%;
  • ანა ბიბილაშვილი – 3%;
  • სხვა – 6%

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

 

იტვირთბა....