ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

გვარამია ნათელაშვილს: ბავშვიყლაპია მე კი არა თქვენ ხართ – 25 წელი რომ “სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან”

[su_quote]პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგები ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო ერთი მისხალით არ გაზრდილა. დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიის ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.
დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმუlლაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებებზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ[/su_quote]
ამის შესახებ ნიკა გვარამია შალვა ნათელაშვილის საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს
საქმე ეხება ნათელაშვილის პოსტს, სადაც ის მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს
შეგახსენებთ , მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი გადაცემა მთავარ აქცენტებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ქუმსიშვილის გაღიზიანება მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულმა IPSOS GLOBAL-ის კვლევამ გამოიწვია, სადაც ლეიბორისტული პარტიის შედეგი 0.3%-ს შეადგენდა და აღნიშნული მონაცემები მთავარმა არხმა არ გამოაქვეყნა.
.
იტვირთბა....