ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხაზარაძე: კახა კუჭავა პროგრესულ ადამიანად მიმაჩნია

პარტია ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს,რომ კახა კუჭავას პროგრესული ადამიანია

ამის შესახებ ხაზარაძემ დღის ამბებში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი  ქვეყნის კეთილდღეობაა რაც ევროპულ, მრავალპარტიულ მმართველობას მოისაზრებს.

“კახა კუჭავას გულის სიღრმეში არ სჯერა იმის, რასაც ამბობს. კუჭავა პროგრესულ ადამიანად მიმაჩნია, რადგან გულის სიღრმეში, ალბათ, ისიც გრძნობს რომ ამ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება და მათ შორის კოალიციური მთავრობაც. მთავარი არის ის თუ რა იქნება ქვეყნისთვის კარგი, რაც ევროპულ მმართველობას გულისხმობს, სადაც ერთპარტიული მმართველობა არ არის. როგორ შეიძლება ევროპაში განათლება მიღებულმა ადამიანმა – კახა კუჭავამ თქვას, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები”, – ამბობს ხაზარაძე

ინფორმაციისთვის, კახა კუჭავამ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებიზე შეფასებისას განაცხადა,რომ  ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

იტვირთბა....