ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 2 ოქტომბერს არჩევნებზე გადამწყვეტ როლს მათი პარტია შეასრულებს.
ამის შესახებ გიორგი გუგავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარვნოდ ჩატარებული კველვები სანდო არ არის.
“ლეიბორისტული პარტია, ამ არჩევნებზე გადამწყვეტ როლს ითამაშებს. როგორც კრიზისულ მომენტში, როდესაც საერთო ოპოზიციური ბოიკოტი იყო, რაც შეეხება კვლევებს – საკუთარ ოფისში მოჯღაპნილ კვლევებს, რომელსაც აქვეყნებენ არ ვენდობი, რადგან უნდათ, რომ წინასაწარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრი შექმნან. ზოგადად, საქართველოში ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობი, რადგან ყველა ემსახურება არა სიმართლეს, არამედ წინასწარ საზოგადობრივი აზრის შექმნას.ერთადერთი სწორი არჩევანი ვართ ჩვენ, რადგან რეალურად ხალხს სხვა გზა არ აქვს. თუ გვინდა შედგეს გამაჯვება- ჩვენი პარტია არის ერთადერთი, რომელიც საკუთარი სიტყვის პატრონია და რომელსაც საკუთარი ხალხისთვის თავგანწირვა შეუძლია “,- ამბობს გუგავა