საქართველოს ეკონომიკოს მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს.
“საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას და მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.ჩვენ ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება”, – აღნიშნა თურნავამ
ინფორმაციისთვის, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ენკა, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულაბას წყვეტდა.