ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.კონფლიქტი, რომელიც  ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.

იტვირთბა....