ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანზორ მელია: ყველა ერთად აღნიშნავს, რომ არჩევნები ოპოზიციამ უნდა მოიგოს

ზუგდიდში ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგებს შეხვდა.

როგორც ანზორ მელია აცხადებს, შეხვდრის დროს არჩევებთან დაკავშირებით პედაგოგების აზრი მოისმინა, რომელის თანახმადაც არჩევნები ოპოზიციამ უნდა მოიგოს და აუცილებლად კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას

“დღეს ჩემთვის ამაღელვებელი შეხვედრა იყო, რადგან ჩემს ზუგდიდელ კოლეგებს ვხდები. მაინტერესებდა მათი აზრი და ბედნიერი ვარ, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა ერთად აღნიშნავს, რომ არჩევნები ოპოზიციამ უნდა მოიგოს და აუცილებლად კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას”, – ამბობს ანზორ მელია

შეგახსნებთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 დღე დარჩა, არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....