ის რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ისევ დავით ზალკანიანი იქნება, ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზალკანიანი რჩება „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერად, თუმცა დოლიძე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს თანამდებობაზე ზალკანიანი.
შეგახსენებთ, დავით ზალკანიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მაია ფანჯიკიძესთან ერთად, 2014 წელს დატოვა. ის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ მან პარტია დატოვა და არასამთავრობო ორგანიზაციას “ლევან მიქელაძის ფონდს” ჩაუდგა სათავეში.