aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არიან შესამოსლის ღირსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, ეპარქიიდან განკვეთილმა სასულიერო პირები შესამოსელის ღირსი არ არიან.

მისივე თქმით, ეპარქიიდან განკვეთილმა ბერებმა საკუთარი სახე დაკარგეს.

“როდესაც სასულიერო პირი და მონაზონი კარგავს სახეს, რომელიც აუცილებელია, როცა ღვთის წინაშე მსახურობ, ასე არ იქცევი როგორც ისინი იქცევიან.. მე ვკითხე კიდეც მათ როგორ მოგექცეთ როგორც ბერებს, თუ როგორც კრიმინალებს და მათ კრიმინალებივით ქცევის გამო სხვანაირად ვერც მოექცევი . ოანე კასიანეს უწერია, როგორ ექცევიან იმათ, ვინც მონაზვნურ წესებს არღვევენ. საჯაროდ, საქვეყნოდ განძარცვავენ იმ ტანსაცმელს და გააგდებენ პანღურით მონასტრიდან, ესე ექცევიან, არავინ არ თქვას, რომ ეს არ ხდება. უბრალოდ ამ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, თუმცა ეკუთვნით. მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არიან იმ შესამოსლის ღირსი”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ

შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა. მიტროპოლიტის განცმარტებით, აღნიშნული სასულიერო პირები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მეუფის თქმით, ისინი ეკლესიაზე თავდასხმას განაგრძობენ. ბრძანების მიხედვით, განკვეთილ სასულიერო პირებს ეკრძალებათ, როგორც სამონაზნო სამოსის, ასევე ატრიბუტიკის ტარება და ეკლესიის ქონების სარგებლობა.

იტვირთბა....