aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი : გიორგი გახარია ორშაურიანი სიაბანდია

რაც შეეხება გახარიას სიცრუეს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრას 20 ივნისის ღამეს არ ცდილობდა.
1. მელიას განცხადებას განვიხილავდით ტვ პირველის პირდაპირ ეთერში მე და ვახო სანაია, როდესაც ჩოჩქოლი დაიწყო (ტვ პირველის არქივში აუცილებლად იქნება – მელიაზე ვსაუბრობ, რომ არ შეიძლება ისეთი მოწოდებების გაკეთება, რომლის endgame-იც არ იცი და პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა).
2. ვახო სანაია დაპირისპირების ადგილისკენ გაიქცა.
მე , ჩიტაძის ქუჩით, გავიქეცი გიგას დასაძახებლად, რომელსაც ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა და რომელიც პარლამენტის უკან, ბაღში იჯდა (არ მოეწონა სცენაზე რაც ხდებოდა და გაეცალა) – მინდოდა, რომ ვითარება დაემშვიდებინა და აქციის დისკრედიტაცია შეწყვეტილიყო.
3. ჩიტაძის და რუსთაველის კუთხეში შემხვდა პალიკო კუბლაშვილი, რომელიც ნაცებიდან გირჩის წაყვანის შემდეგ ნანახი არ მყოლია და კარგად შეხვედრას ნამდვილად არ ვგეგმავდი (ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ის ფლანგი დაასუსტა, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული განვითარება იდგა და ცუდი როლი ითამაშა ამ ქვეყნის განვითარებაში) – უბრალოდ, როცა შევხვდი მელიას ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს და ისე გავრბოდი. პალიკო მიხვდა, რომ მეც განმუხტვის ამოცანა მქონდა.
4. გიგა უკვე პარლამენტის ზღურბლთან იდგა, მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის და ვითარების განმუხტვას ცდილობდა, როდესაც პალიკომ დამირეკა და გიგას ეძებდა – გიგი უგულავასთან ერთად ხომ არაა, რომ დავურეკოო.
მე ვუთხარი რომ გიგას ტელეფონი დამჯდარი იყო და არა გიგისთვის, არამედ კაკო ბობოხიძისთვის დაერეკა – არ მინდოდა არასერიოზულ ხალხზე ყოფილიყო დამოკიდებული ვითარების განმუხტვა და გიგისთან დაკავშირებით, ჩემთვის მაგ დროს უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
საქმე შეეხებოდა მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრას ვითარების განსამუხტად.
5. კაკოს ელაპარაკა პალიკო და უკვე შესახვედრად შედიოდნენ, რომ სროლა დაიწყო.
გახარია ორშაურიანი სიაბანდია.
ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას უხმაურება, რომელის მიხედვითაც გახარია  20 ივნისის ღამეს, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ შეხვედრას არ ცდილობდა.
იტვირთბა....