aviabiletebi
ახალი ამბები

უდუმაშვილი: ნაციონალური მოძრაობის გარეშე კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის გარეშე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლებელია.

ამის შესახებ უდუმაშვილმა დღის ამბებში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ხმების დიდი ნაწილს სწორედ ნაციონალური მოძრაობა მიიღებს.

“რეალისტები ვიყოთ ნაციონალური მოძრაობის გარეშე კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ გამორიცხულია იმიტომ ,რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ვართ. ოპოზიციიდან ყველაზე დიდ ხმებს ველოდებით ჩვენ – ნაციონალური მოძრაობა. მე არ ვთვლი, რომ ეხლა იმის დროა, რომ ჩვენ ერთმანეთს შეცდომები შევახსენოთ. ვფიქრობ, რომ ეხლა ეს დამაზიანებელია იმ ოპოზიციური ბრძოლისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად  ვაწარმოებთ. ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გაერთიანება, ეს არის გადადგმული ნაბიჯი სწორედ კოალიციური მთავრობისკენ “, -აღნიშნა უდუმაშვილმა

იტვირთბა....