ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: მთავარმა არხმა გუშინ „სანტა ბარბარა“ მოაწყო

თბილისის მერი კახა კალაძე მთავარი არხის ეთერში მისივე მამის, კარლო კალაძესთან დაკავშირებით გასულ გადაცემას ეხმაურება.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მთავარმა არხმა გუშინ სანტა ბარბარა მოაწყო.

“ეს არის დიდი სიბინძურე. სანტა ბარბარა მოაწყო გუშინ მთავარმა არხმა მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 24 სექტემბერს მთავარი არხის გადაცემა მთავარ აქცენტებში ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემებით ისარგებლეს და ათეულობით ათასი ლარი მიითვისეს. ამასთან, ორდენიძეების ოჯახი აცხადებს, რომ ისინი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილისგან, სოსო გოგაშვილისგან იდევნებოდნენ.

იტვირთბა....