ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ” (ვიდეო)


.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრები ჯულაყიძეების 6 სულიანი ოჯახი, რომელთაგან 4 მცირეწლოვანი ბავშვია, ავარიულ სახლში ცხოვრობს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. გარდა ამისა, სახლში წყალი ჩამოდის და იქ ზამთრის გატარება შეუძლებელია.

ჯულაყიძეები თავშესაფარს ხელისუფლებას უკვე 5 წელია სთხოვენ. ოჯახის დიასახლისის თქმით, მათ სახლის გადასახური მასალა ჩოხატაურის გამგებლის წარმომადგენლის დახმარებით მისცეს, თუმცა სარემონტო სამუშაოები ზამთრის დადგომამდე ვერ მოასწრეს.

“ახლა, 6 ადამიანს ერთ ოთახში გვძინავს, სადაც წვიმაც აღწევს და თოვლიც. ბავშვები საწოლიდან ვერ დგებიან.

გთხოვთ, დაგვეხმარეთ. სადმე თავშესაფარი მოგვეცით, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ და ბავშვები არ გამეყინოს. სხვა არაფერი გვინდა. არც საჭმელს ვითხოვ და არც ტანსაცმელს, _ მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხათუნა ჯულაყიძემ.

„გურია ნიუსის“ ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ოჯახში მათი შეტყობინების შემდეგ მივიდნენ.

ჯულაყიძეების ოჯახი ფრაქცია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა თავმჯდომარემ ზვიად მამალაძემ მოინახულა.

მამალაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის ჯულაყიძეების ოჯახი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანონ. ამ საცხოვრებლის მოძიებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაიწყებს.

იტვირთბა....