ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მეუფე თეოდორე სუს-ის ჩანაწერებზე : ძალიან ბევრი სიცრუე, არეულია ცოტა სიმართლეში

ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს განცხადებით, ფარული ჩანაწერები, რომელებიც საჯაროდ გავრცელდა სიმართლეს არ შეიცავს.

მისივე თქმით,  ჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

“გავეცანი, თუმცა მთლიანად ვერ გავეცნობოდი თქვენ უფრო კარგად იცნობთ ამ ფაილებს. ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე, არეული ცოტა სიმართლეში და აი, აქედან შექმნილია არა არსებული, არამდე რაღაც ამბები. ამის შინაარსთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. მე პირადად მოვითხოვ, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე რაც არის და ამასთან ერთად, ვითხოვ შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად პირადი ინფორმაციის გასაჯაროება”, – ამბობს მეუფე თეოდორე

შეგახსენებთ ,რომ ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის საპატრიარქოზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებზე მოსმენებს აწარმოებდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა კონკრეტულმა პირებმა გავრცელებული ფაილებიდან საკუთარი თავი ამოიცნეს.

იტვირთბა....